შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023 წლის 03 მაისიდან 07 მაისის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე (1 ვაკანტური ადგილი) შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:
ა) „შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა“;
ბ) "ვეტერინარი ქირურგის ასისტირება";
კანდიდატის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ა) მოდულის და სასწავლო გეგმის შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი;
ბ) გაანაწილოს თემატიკა კალენდარული გეგმის მიხედვით;
გ) ჩაატაროს თეორიული და პრაქტიკულ მეცადინეობები;
დ) შეიმუშაოს შეფასების ინსტრუმენტები;
ე) შეაფასოს პროფესიული სტუდენტები;
ვ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების აქტივობებში (ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები);
ზ) ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორთან;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და კოლეჯის წესდებას.
ი) მოამზადოს სტუდენტი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისათვის, მათთან ინდივიდუალურად იმუშაოს და გაუწიოს კონსულტაციები.
კ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს შიდა ღონისძიებებში;
ლ) დაიცვას შესაბამისი სამართლებრივი აქტები და შინაგანაწესი;
მ) გააჩნდეს მაღალი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა და მომთხოვნელობა, სისტემატიურადიმუშაოს საკუთარი პროფესიული დონის ასამაღლებლად.არ დაუშვას პირადად მეცადინეობებზე დაგვიანება-გაცდენები, არ დატოვოს რეაგირების გარეშე პროფესიული სტუდენტების მხრიდან მეცადინეობებზე დაგვიანება-გაცდენების და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დისციპლინის დარღვევის ფაქტები.
კანდიდატის საკონკურსო მოთხოვნები:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს.
ბ) თუ პროფესიული განათლების მასწავლებელი არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სავალდებულოა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კანდიდატის მიერ წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განცხადება დირექტორის სახელზე;
2. CV ქართულ ენაზე;
3. პირადობის ან პასპორტის ასლი;
4. დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);
5. ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge