შპს საზოგადოებრივმა კოლეჯმა ამაგმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული უნარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც 29 აპრილს ქალაქ გორში გაიმართა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი
პროფესიული უნარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემსახურებოდა ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის უფროსკლასელებმა მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა.
კოლეჯი ამაგის PR, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა სოფიო ჭუმბურიძემ, თვითმმართველობის წევრებთან ერთად მოსწავლეებს გააცნო ის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამები (საექთნო განათლება, ვეტერინარია, ფარმაცია (სააფთიაქო), დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი), რომელიც კოლეჯში ხორციელდება და ესაუბრა მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ იყო ორგანიზებული.