17 მარტს საქართველოს საპატრიარქოს გორის და ატენის ეპარქიის, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგისა და ფერისცვალების ჰოსპისის გუნდის თაოსნობით დაიდო ურთერთთანამშრომლობითი მემორანდუმი. მემორანდუმი ემსახურება ეპარქიაში, ჰოსპისისა და შინმოვლის სამსახურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, პროფესიული კადრების მომზადება/გადამზადება შესაბამისი ტრენინგების გზით. ქალაქ გორში გაიხსნება პალიატიური და გერიატრიული საჭიროების მქონე პაციენტთათვის ჰოსპისი. აღნიშნული ჰოსპისი გააუმჯობესებს პალიატიური პაციენტების ცხოვრების ხარისხის, მათთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარების გაწევას, გაიზრდება შიდა ქართლის მოსახლეობისათვის შინმოვლის მომსახურეობა.
2023-03-18