შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა პროფესიული განათლების მასწავლებლის მაია ჩადუნელის მოდულის „კომუნიკაციის როლი საექთნო საქმეში“ ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაციები. პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ასაკის და დაავადების მქონე პაციენტებთან და მათ ახლობლებთან კომუნიკაციის დამყარების ტექნიკა, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებთან კომუნიკაცია, შშმ და შმმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებები და მათი მართვა ექთნის მიერ. პროფესიული სტუდენტების პრეზენტაციები შეაფასეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა, რომლის შემდგომ გაიმართა დისკუსია.
2023-03-02