ტრენინგი დონორი ორგანიზაციების მოძიების მიზნით
2022-12-25

21-23 დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ  საგრანტო წინადადების შემუშავების და ფონდების მოძიების მიზნით ორგანიზებულ იქნა ტრენინგი პროფესიულ საგამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობის ხელშეწყობას, მოიზიდონ დაფინანსება დონორებისგან არსებული ან ახალი პროგრამების დასაფინანსებლად, რაც გააუმჯობესებს პროფესიულ სტუდენტთა მიღწევებს. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კოლეჯის წარმომადგენლები. მათ შორის   კოლეჯის ხარისხის მენეჯერი  - ნინო დვალი.


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 25-01-2023