24 დეკემბერს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები ესწრებოდნენ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს თემაზე: დეზინფექცია სტერილიზაცია სტომატოლოგიურ დაწესებულებებში. პროგრამის ხელმძღვანელმა ირინე ბერკაცაშვილმა და დირექტორის მოადგილემ სოფიო სუხიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დენტალური საქმის ასისტირების პროფესიული პროგრამა, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება კოლეჯ ამაგში.
2022-12-25