ვაკანსია კოლეჯში
2022-09-13

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს  კონკურსს 2022 წლის 13 სექტემბრიდან საექთნო განათლების  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  მოდულის - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია  წასაკითხად (1 ვაკანტური ადგილი).

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია მოდულის მიხედვით:  

  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია კვალიფიკაციაკრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა;

ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 20 სექტემბრის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;