შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სასწავლო პროცესის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე 2022 წლის 13 მაისიდან.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მინიმუმ პროფესიული განათლების კვალიფიკაცია;
ბ) კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს კონსტიტუცია; „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონი; შრომის კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი)
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
დ) სასურველია ინგლისურის ცოდნა A2 დონეზე;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) CV;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;