ვაკანსია კოლეჯში
2022-05-10

  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს  კონკურსს 2022 წლის 10 მაისიდან საექთნო განათლების  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მოდულების წასაკითხად:

  • “ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის  საფუძვლები“  - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია“ -1 ვაკანტური ადგილი.
  • „ინფექციის კონტროლის საფუძვლები“ - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ – 2 ვაკანტური ადგილი.

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

 

უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია მოდულის მიხედვით 

  • ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის  საფუძვლები - კვალიფიკაცია: ქირურგი.
  • გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები - კვალიფიკაცია: კრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა  ან საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედდა.
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია-კვალიფიკაციაკრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა.
  • ინფექციის კონტროლის საფუძვლები-კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის მედდა.
  • სამეანო და გინეკოლოგური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები - კვალიფიკაცია: მეან-გინეკოლოგი.

 ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 10 ივნისის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;