დღეიდან წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. აირჩიე შენთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ჩააბარე გამოცდა და ისწავლე კოლეჯში სახელმწიფო დაფინანსებით. კოლეჯი ამაგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია: ვეტერინარია; ფარმაცია (სააფთიაქო); საექთნო განათლება; დენტალური საქმის ასისტირება/სტომატოლოგის ასისტენტი (დონე 4) დაგვიკავშირდით: ტელ: 0370 27 05 57; მობ: +995 595 53 52 35;
ვებგვერდი: amagi.edu.ge;
- 2022 წლის მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ვეტერინარია, ფარმაცია (სააფთიაქო), საექთნო განათლება და დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი) აპლიკანტთა რეგისტრაციის პერიოდია 2022 წლის 02 მაისიდან 2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
- 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი) აპლიკანტთა შერჩევის პერიოდია 2022 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
- აპლიკანტის მიერ, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, არჩევის ვადაა 2022 წლის 29 სექტემბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
- 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყება 2022 წლის 8 ნოემბერს.