შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი 2021 წლის 18 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე:
ა)კბილის ტექნიკოსი – 3 ვაკანტური ადგილი;
ბ) ექიმი-სტომატოლოგი - 3 ვაკანტური ადგილი;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
ბ)ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);
გ)ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):
MS word (დამაკმაყოფილებელი),
MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;