![](crop.php?img=images/1626695100.png&width=220&height=160)
დღეიდან დაიწყო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის, რომელიც გაგრძელდება 20 აგვისტომდე. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ პორტალზე: https://vet.emis.ge ან მობრძანდნენ კოლეჯში და რეგისტრანტი დაეხმარებათ მათ რეგისტრაციის პროცესში. დარეგისტრირებისათვის აუცილებელია აქტიური ელექტრონული ფოსტა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.