პროფესიული სტუდენტის მობილობა
- პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით.
- პროფესიული სტუდენტის მობილობა არის პროფესიული სტუდენტის თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება.
- მობილობა არსებობს ორი სახის: გარე მობილობა და შიდა მობილობა (შემდგომში მობილობა).
- მობილობის უფლება აქვს პირს, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოიპოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის განხორციელების მომენტისთვის არის ამ კოლეჯის პროფესიული სტუდენტი.
- მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
- პროფესიული სტუდენტის მობილობა ხორციელდება შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.
- მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ ერთი და იმავე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამის ფარგლებში.
- მობილობის უფლება პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების წინაპირობასაც ის აკმაყოფილებს.
- გარე მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი/კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი განცხადებით მიმართავს მიმღებ კოლეჯს, ხოლო შიდა მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი/კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი განცხადებით მიმართავს იმავე კოლეჯს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ პროგრამის სახელწოდება, რომელზეც პირს სურს გადასვლა.
- წინამდებარე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები, რომელთა საფუძველზეც დგინდება პროფესიული სტუდენტის მიერ მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისა და მოდულის ცალკეული შედეგების დადასტურების თავსებადობის საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კოლეჯის დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, მასში მიეთითება მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის თავსებადობა შესაბამის პროგრამასთან, ასევე აღიარებული სწავლის შედეგები და კრედიტების რაოდენობა (საჭიროების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით კოლეჯი უზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას წინამდებარე წესის მიხედვით).
- კოლეჯი უფლებამოსილია სისტემიდან დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სტატუსის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლებისა და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.
- მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის შემთხვევაში წინამდებარე მუხლის 9.10. პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას პროფესიული სტუდენტის მობილობის ჩარიცხვის თაობაზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. ასევე შიდა მობილობის შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას შესაბამისი პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა, მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
- კოლეჯი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პროფესიული სტუდენტის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ: ა) კოლეჯს არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში; ბ) კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის შემდგომ განათლებას მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით; გ) მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილ წინაპირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მობილობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯისს ტუდენტს, რომლის ჩარიცხვაც განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მობილობის მომენტისათვის წარმოადგენს სხვა პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის სტუდენტს.
- პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტისა და მოდულის/მოდულების შემუშავების განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში დაასრულოს სწავლა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზედაც სწავლობს, ან ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით წინამდებარე წესის შესაბამისად. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯი ვალდებულია მოახდინოს პროფესიული სტუდენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.
- პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში კოლეჯი წერილობით ატყობინებს აღნიშნულს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტავს წინამდებარე წესით გათვალისწინებულ უფლებას.