პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია (სააფთიაქო) / Pharmacy
(კოოპერაციული სწავლების ფორმა)
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.გორი, ცხინვალის გზ.N9
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირი
სწავლის საფასური: უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველი პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისს N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების შესაბამისად
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Higher Vocational Qualification in Pharmacy.“
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ელიკაშვილი - პროვიზორი