2025 წლის მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა 25 ნოემბერს დაიწყო. ახალ სტუდენტებს კოლეჯის სააქტო დარბაზში დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიესალმნენ და მოკლედ ესაუბრნენ კოლეჯის წარმატებებსა და მიღწევებზე. პროფესიულმა სტუდენტებმა სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები მიიღეს კოლეჯისაგან. ღონისძიების ბოლოს კი, ტრადიციულად, საზეიმო ტორტი გაიჭრა.
წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სტუდენტობას ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს.