
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე 2021 წლის 06 აგვისტოდან ფარმაცია (სააფთიაქო) და საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:
ა)ფარმაცია (სააფთიაქო) – 2 ვაკანტური ადგილი:
ა.ა) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში;
ა.ბ)მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება;
ა.გ) პროდუქციის მიღება - განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი და ანგარიშგება;
ა.დ)მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში;
ა.ე)სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია;
ა.ვ)ფარმაკოლოგია;
ა.ზ)მზა წამალთფორმების კლასიფიკაცია და შენახვის პირობები;
ა.თ)ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები;
ა.ი)მომხმარებლისთვის მცენარეული ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა.
ბ) საექთნო განათლება - 6 ვაკანტური ადგილი:
ბ.ა)ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;
ბ.ბ)თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;
ბ.გ)გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;
ბ.დ)სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;
ბ.ე)ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია;
ბ.ვ)კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);
გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):
MS word (დამაკმაყოფილებელი),
MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com 2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;