შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2026 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სტომატოლოგის ასისტენტის პროგრამაზე პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:
პირის ღრუს ანატომია და ფიზიოლოგია - 1 ვაკანტური ადგილი;
თერაპევტი სტომატოლოგის ასისტირება - 1 ვაკანტური ადგილი;
ქირურგი სტომატოლოგის ასისტირება - 1 ვაკანტური ადგილი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ექიმი - სტომატოლოგი ნებადართული სპეციალობებით ქირურგიული სტომატოლოგია და თერაპიული სტომატოლოგია
უნარები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
გუნდური მუშაობის უნარი;
გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება დირექტორის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე;
გ) პირადობის ან პასპორტის ასლი;
დ) დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);
ე) ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართული სპეციალობით: თერაპიული სტომატოლოგია და ქირურგიული სტომატოლოგია.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge