შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მოდულის განხორციელებისათვის:
- ინფორმაციური წიგნიერება 2 - 1 ვაკანტური ადგილი;
- მენეჯმენტის საფუძვლები - 1 ვაკანტური ადგილი;
- ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება - 1 ვაკანტური ადგილი;
- საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაზიანების საფრთხეები და რისკის კონტროლი - 1 ვაკანტური ადგილი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაციური წიგნიერება 2 - ინფორმატიკის/კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი/ საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი კვალიფიკაცია ან მუშაობის გამოცდილება;
მენეჯმენტის საფუძვლები - საჯარო ადმინისტრირების ან მენეჯმენტის სპეციალისტი შესაბამისი განათლებით ეკონომიკაში, საჯარო ადმინისტრირებასა ან მენეჯმენტში;
ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება - ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი/ინჟინერი, ელექტროინჟინერი, სახანძრო უსაფრთხოების ან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან/და ელექტრო უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაზიანების საფრთხეები და რისკის კონტროლი - სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტი;
უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) CV ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მოდულის შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა სტაჟის მითითებით/შრომის წიგნაკი.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge