
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების სტუდენტებისა და მასწავლებლების ინიციატივით მოეწყო ჰუმანიტარული აქცია აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ბენეფიციარებისთვის. მათთვის შეგროვდა სხვადასხვა სახის საჩუქრები, ტკბილეული და საკვები პროდუქტები. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. ჰუმანიტარული დახმარება მათ აძლევს შანსს იგრძნონ თანადგომა და პატივისცემა. აქციის მიზანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში სრულფასოვნად დაბრუნებას.
კოლეჯი მადლობას უხდის აქციის ყველა მონაწილეს და შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.