
30-31 მაისს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა - საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა შეხვედრა. ღონისძიებამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 13 წამყვანი პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები გააერთიანა.
კოლეჯის სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზებას და კოლეჯის მრავალმხრივ საქმიანობას.
ვიზიტის ფარგლებში კერძო საგანმანათლებლო კოლეჯების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს მესამე სტანდარტის შესაბამისად - პროფესიულ სტუდენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები. კოლეჯმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.