
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2023 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ისინი ეწვივნენ "ავერსი რაციონალის" ქარხანას, სადაც მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს კომპანიის წარმომადგენლებმა. სტუდენტებმა დაათვალიერეს ქარხანა და დეტალურად გაეცნენ მის მუშაობის სპეციფიკას. პროფესიულმა სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მედიცინის მუზეუმი და ზურაბ შევარდნაძის ბოტანიკური სივრცე – „გარდენია“.
შემეცნებითი ექსკურსია მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებას და მოტივაციის ამაღლებას.