2026 წლის მიღებაზე რეგისტრაცია იწყება 6 აპრილს და დასრულდება 11 მაისს. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge
ასევე შესაძლებელია კოლეჯში მოსვლა, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე დაგეხმარებიან რეგისტრაციის პროცესში. აპლიკანტებმა რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებლად უნდა გადაიხადონ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასური.(ნებისმიერი ბანკი) კოლეჯ ამაგში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები — როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული — და თავად განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა.
პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე.