
27 ოქტომბერს ჩატარდა პროფესიული პროგრამების ტესტირება ვეტერინარიის პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის. პროფესიული ტესტირება ჩატარდა კომპიუტერულად. ტესტი შედგებოდა პროფესიული უნარებისა და ქიმია-ბიოლოგიის ნაწილისაგან. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.