აპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის და ხელშეკრულების გაფორმების ვადები
• კოლეჯში აპლიკანტების დოკუმენტებისწარდგენა ხდება პირისპირ რეჟიმში მატერიალური ფორმით.
• კოლეჯში აპლიკანტების დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2026 წლის 17 - 25 ნოემბრის ჩათვლით;
• პროფესიულ სტუდენტებთან კოლეჯში პირისპირ გამოცხადებით ხელშეკრულების მატერიალურად გაფორმების ვადაა 2026 წლის 27 - 30 ნოემბრის ჩათვლით;
კოლეჯში ჩასარიცხი აპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
- სარეგისტრაციო განცხადება (ივსება კოლეჯში საბუთების წარმოდგენის დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- პროგრამაზე რეგისტრაციის დროს მითითებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- 17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, მეურვის შემთხვევაში კი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გისურვებთ წარმატებებს!