12 მაისს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ექთნის საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანი იყო ექთნის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
პროფესიულმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო და აქტუალური თემები, რომლებიც შეეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის, პაციენტზე ზრუნვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხებს.
ღონისძიების მთავარი თემა და სიმბოლო იყო ლამპარი — სინათლის, მზრუნველობისა და იმედის სიმბოლო, რომელიც ასოცირდება ექთნის პროფესიის ფუძემდებელთან, ფლორენს ნაითინგეილი-ს სახელთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის მოწვეული სტუმრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული მასწავლებლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროფესიული სტუდენტების ჩართულობა, პროფესიონალიზმი და თემების აქტუალობა.
ღონისხიების დასასრულს მომავალ ექთნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თინათის განჯელაშვილმა გულსაკიდი , რათა მუდამ ახსოვდეთ მომავალ ექთნებს მათი მთავარი დანიშნულება ადამიანებზე ზრუნვა.
თავის მხრივ კოლეჯის დირექტორმა სოფიო სუხიშვილმა , პროფესიული განათლების სტუდენტების ინიციატივით დააჯილდოვა ამაგის გამორჩეული პროფესიული განათლების მასწავლებლები.