29 მაისს ️საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ ფარგლებში საექთნო უნარების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 12-მა პროფესიულმა კოლეჯმა და 35-მა პროფესიულმა სტუდენტმა. მონაწილეებმა საკუთარი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები სხვადასხვა ნომინაციაში წარმოაჩინეს, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი ამაგის პროფესიულმა სტუდენტებმა:
თამარ ჯანაშვილი
ნელი სომხიშვილი
ნინო შუბითიძე
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტი - თამარ ჯანაშვილი - კონკურსის ამერიკული ჰოსპიტალის რჩეული გახდა. თამარის წარმატება კოლეჯისთვის დიდი მოტივაცია და სიამაყის საფუძველია.
ღონისძიების მონაწილეები საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს პროფესიული განათლების მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით იმ გარემოს ფორმირებისათვის, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შეუძლიათ.
კოლეჯი ამაგი უფრო მოტივირებული მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერასა და წარმატებული პროფესიონალების აღზრდას.