მთავარი
ჩვენ
მისია
ავტორიზაცია
სტრატეგია
ჩვენ შესახებ
პროგრამები
გრძელვადიანი პროგრამები
მოკლევადიანი პროგრამები
ბიბლიოთეკა
ელ-კატალოგი
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
ბიბლიოთეკარი
კონტაქტი

სიახლეები
გალერეა
სტრუქტურა
ადმინისტრაციული პერსონალი
პროფესიული სტუდენტი/მსმენელი
სტუდენტური თვითმმართველობა
პროფესიული განათლების მასწავლებელი
ხარისხის მექანიზმები
იურიდიული ცნობარი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
კანონმდებლობა
საიტის რუკა
კოლეჯში სწავლა დაიწყო
29 სექტემბერი, 2026

28 სექტემბერს შპს „საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში“ გაიმართა საზეიმო და გაცნობითი შეხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ 2026 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტები, კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და პროფესიული განათლების მასწავლებლები.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების კოლეჯის სასწავლო გარემოსთან გაცნობა, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება და ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპის ერთად დაწყება.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა კოლეჯის დირექტორი სოფიო სუხიშვილი, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.

დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, პროფესიული განათლების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, განივითარონ პროფესიული უნარები და თავდაჯერებულად გადადგან ნაბიჯები მომავალი პროფესიული განვითარებისკენ.

სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს კოლეჯის დამფუძნებლებმა — ეკატერინე, ვლადიმერ და რუსუდან სუხიშვილებმა, რომლებმაც მათ წარმატებები, მიზნების მიღწევა და ღირსეული პროფესიული მომავალი უსურვეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესის, კოლეჯის შესაძლებლობებისა და იმ გარემოს გაცნობას, რომელშიც მათ წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი სტუდენტური ცხოვრება ელით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სტუდენტებს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია, გააცნეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და მზადყოფნა გამოხატეს, რომ მათი სტუდენტური გზა მაქსიმალურად საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული იყოს.

 

© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 11-03-2025