24 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია (სააფთიაქო)“ 2025 წელს ჩარიცხულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფარმაცევტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ღონისძიების მთავარი თემა იყო ჯანსაღი სამკურნალო პროდუქტები და მათი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სტუდენტებმა ისაუბრეს და წარმოადგინეს ინფორმაცია სხვადასხვა ბუნებრივ და სასარგებლო პროდუქტზე — გოგრაზე, ნესვზე, ბოსტნეულსა და სხვა მცენარეულ პროდუქტებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებთან ერთად კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობას, ჯანმრთელობის დაცვის საქმეში მის როლსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.
ღონისძიება საინტერესო, შემეცნებით და სასიამოვნო გარემოში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითობა და გუნდური მუშაობის უნარები წარმოაჩინეს.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ფარმაცევტის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ გზაზე!
კოლეჯი მადლობას უხდით ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ თამარ ელიკაშვილს ღონისძიების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისათვის