შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მოდულის განხორციელებისათვის:
- გაცნობითი პრაქტიკა - შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები - 2 ვაკანტური ადგილი;
- ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი რეგულაციები და სტანდარტები - 2 ვაკანტური ადგილი;
- საფრთხეებისა და რისკების კონტროლი სამუშაო (დასაქმების) ადგილზე - 2 ვაკანტური ადგილი;
- ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი - 2 ვაკანტური ადგილი;
- ნარჩენების მართვა - 2 ვაკანტური ადგილი;
- ტრანსპორტის უსაფრთხოება და რისკის კონტროლი - 2 ვაკანტური ადგილი;
- გარემოსდაცვით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა - 2 ვაკანტური ადგილი;
- ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანების საფრთხეების და რისკის კონტროლი - 2 ვაკანტური ადგილი;
- სამუშაო აღჭურვილობის საფრთხეებისა და რისკის კონტროლი - 2 ვაკანტური ადგილი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატი;
- უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია;
- უნდა გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება.
უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება დირექტორის სახელზე (იწერება კოლეჯში);
- CV ქართულ ენა
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა სტაჟის მითითებით/შრომის წიგნაკი.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge