28 მაისს, SKILLWILL Swiss College-ში გამართულ უნარებისა და ინოვაციების ფორუმს კოლეჯი ამაგიც ესწრებოდა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტებზე, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, მომავლის უნარებსა და განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.
კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის ორგანიზატორებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.