5-6 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 2026 წლის კოლეგიალური ვიზიტი გაიმართა ქალაქ ბათუმში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში/კოლეჯში.
ასოციაციის სამუშაო შეხვედრას შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგიდან ესწრებოდნენ კოლეჯის დამფუძნებელი – ეკატერინე სუხიშვილი; დირექტორი – სოფიო სუხიშვილი და ხარისხის მენეჯერი – ნინო დვალი.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ხარისხის კომიტეტის წევრმა და კოლეჯ ამაგის ხარისხის მენეჯერმა, ნინო დვალმა, წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ადმინისტრაციული წარმოების ანალიზი“. მონაწილე კოლეჯებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი წარმატებული პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები: პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით; დისტანციური სწავლების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით; ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს განისაზღვრა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კოლეჯს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ გადაეცა მადლობის სიგელი.
კოლეჯი გულწრფელ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს ნაყოფიერი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.