მთავარი
ჩვენ
მისია
ავტორიზაცია
სტრატეგია
ჩვენ შესახებ
პროგრამები
გრძელვადიანი პროგრამები
მოკლევადიანი პროგრამები
ბიბლიოთეკა
ელ-კატალოგი
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
ბიბლიოთეკარი
კონტაქტი

სიახლეები
გალერეა
სტრუქტურა
ადმინისტრაციული პერსონალი
პროფესიული სტუდენტი
პროფესიული განათლების მასწავლებელი
ხარისხის მექანიზმები
იურიდიული ცნობარი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
კანონმდებლობა
საიტის რუკა
აპლიკანტთა საყურადღებოდ
28 ივნისი, 2024

 

შეგახსენებთ, რომ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში მიმდინარეობს საბუთების მიღება ვეტერინარიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის მიღებაზე.  იმ აპლიკანტებმა, რომლებმაც მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება, 28 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით კოლეჯში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენის დროს);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი); 
  • 2 ფოტოსურათი 3x4;
  • მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (აპლიკანტს არ მოეთხოვება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია  მართვის სისტემის მიერ).
  • 17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, მეურვის შემთხვევაში კი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 11-03-2025