ბრიუსელში EfVET-ის 35-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა კოლეჯი ამაგის დირექტორი სოფიო სუხიშვილი.
ბრიუსელში პროფესიული განათლების ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ღონისძიება — EfVET-ის 35-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც 35-ზე მეტი ქვეყნიდან 600-მდე მონაწილეს აერთიანებდა.
კონფერენცია ევროკომისიის დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის გენერალურმა დირექტორმა მარიო ნავამ გახსნა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკომისიის მიერ პროფესიული განათლების ახალი ევროპული სტრატეგიის მომზადების საკითხს, რომელიც ევროპაში პროფესიული განათლების განვითარების სამომავლო მიმართულებებს განსაზღვრავს.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა თემატურ დისკუსიებს, საერთაშორისო პარტნიორულ შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს ბელგიის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. მონაწილეები გაეცვნენ ევროპულ გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას და განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
კოლეჯი ამაგისთვის EfVET-ის კონფერენციაში მონაწილეობა ნიშნავს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურ ინტეგრაციას, პროფესიული განათლების უახლესი ევროპული მიდგომების გაზიარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.