დღეს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ვეტერინარიის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ფრინველის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა“. ტრენინგი ჩაატარა შპს ნუტრიმაქსის წარმომადგენელმა, დარგის სპეციალისტმა - გიგა გიგილაშვილმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შედგა ინტერაქციაც. ასევე, ნუტრიმაქსის წარმოადგენლებმა დამსწრეებს ბრენდირებული სამახსოვრო ნივთები გადასცეს. მადლობას ვუხდით კომპანია ნუტრიმაქსს გაწეული თანამშრომლობისთვის.