
25 სექტემბერს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში აღინიშნა ფარმაცევტის საერთაშორისო დღე . ფარმაცევტები ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის წინა ხაზზე მუშაობენ. მათი როლი ჯანდაცვის სისტემაში შეუფასებელია.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ფარმაცევტების პროფესიის თანამედროვე გამოწვევები და მათი მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.