Home
About
Mission
Authorization
Strategy
About us
Program Catalog
Long term
Short term
Library
E-catalogue
Rules for Using the Library
Librarian
Contact

News
Gallery
Structure
Administrative Personnel
Professional Student
Professional Education Teacher
Quality Mechanisms
Legal Reference
Professional Educational Programs
Legislation
Site Map
აპლიკანტების საყურადღებოდ
4 November, 2024

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის აპლიკანტების დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2024 წლის 4 ნოემბრიდან 2024 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.
იხილეთ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში ჩასარიცხი აპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენის დროს);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3x4;
დ) მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (აპლიკანტს არ მოეთხოვება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ).
ე) 17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, მეურვის შემთხვევაში კი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

© Copyright 2012.

Web page creation date: 20-09-2012
Website update date: 11-03-2025