საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
2021-11-10

2021 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის გაიმართა შეხვედრა კოლეჯის წარმომადგენლებთან.  კოლეჯის იურისტმა პირველკურსელებს გააცნო დეტალური ინფორმაცია კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა უფლებების შესახებ. IT მენეჯერმა სტუდენტებს გააცნო კოლეჯში არსებული სხვადასხვა საკომუნიკაციო წყაროები, მიაწოდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში არსებული პროფესიული ჯგუფების შესახებ, სადაც ყველა სტუდენტი პროგრამის მიხედვით გადანაწილდება.  მან ისაუბრა კოლეჯში ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლისთვის საჭირო  მიდგომებზე.