ვაკანსია კოლეჯში
2021-05-25

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე 2021 წლის 27 მაისიდან ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:

 

) „სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 1“  და "სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 2" - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი;

) „სამკურნალო მცენარეული და ცხოველური ნედლეული“ - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი.

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com  2021 წლის 3 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;