ევროპის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია
2021-05-17

ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოში  ევროკავშირის მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი დეკლან გენონი, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტები და  ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კონფერენციის თემა იყო უახლოეს წარსულში საქართველოში განვითარებული კონფლიქტები, მათი შედეგები და ევროკავშირის როლი აღნიშნული კონფლიქტების გადაჭრაში.  ბატონმა დეკლანმა გააცნო სტუდენტებს მისიის როლი და სტრუქტურა, ხოლო დევნილმა სტუდენტებმა ისაუბრეს ომის მავნებლობაზე და გაიხსენეს საკუთარ თავზე გადატანილი უმძიმესი ისტორიები.


© Copyright iws 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 11-06-2021