ვაკანსია კოლეჯში
2021-02-23

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის შემდეგ  ვაკანტურ პოზიციებზე:

ა) მოდულის „ინფორმაციული წიგნიერება 2“ - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი;

ბ) მოდულის  „ინტერპერსონალური კომუნიკაცია“  - 1 პროფესიული განათლების  მასწავლებელი;

გ) მოდულის „მეწარმეობა 3“ - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი;

დ)მოდულების ქართული ენა A2/B1“ -1 პროფესიული განათლების მასწავლებელი.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 2 მარტის ჩათვლით.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

ა) განაცხადების მიღება და გადარჩევა.

ბ) შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com  2021 წლის 24 თებერვლიდან 2  მარტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;