ვაკანსია კოლეჯში
2025-01-30

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის ასისტირების პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 2025 წლის 31 იანვრიდან 2025 წლის 04  თებერვლის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის  პოზიციაზე   შემდეგი მოდულის განხორციელებისათვის: „შრომის უსაფთხოება და ჰიგიენა“.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს. 

ბ)თუ პროფესიული განათლების მასწავლებელი არ აკმაყოფილებს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სავალდებულოა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

სამუშაო გამოცდილება:

უნდა გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 

უნარები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

  • განცხადება დირექტორის სახელზე (იწერება კოლეჯში)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში გაცემული  სერტიფიკატი;
  • ცნობა შრომის უსაფრთხოების სფეროში  მუშაობის გამოცდილების შესახებ.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც  კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge