ვაკანსია კოლეჯში
2025-01-22

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტი) პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 2025 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის 28  იანვრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის  პოზიციაზე   შემდეგი მოდულის განხორციელებისათვის: „სპეციალური საჭიროების პაციენტების სტომატოლოგიური მომსახურება“ - კვალიფიკაციაექიმი-სტომატოლოგი.

 უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

1. განცხადება დირექტორის სახელზე;

2. CV ქართულ ენაზე;

3. პირადობის ან პასპორტის ასლი;

4. დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);

5. ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში).

 

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც  კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge