![](crop.php?img=images/1737011126.jpg&width=220&height=160)
2024 წლის მიწურულს შედგა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის თვითმმართველობის შეხვედრა. შეხვედრაზე დაიგეგმა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები.
თვითმმართველობის გამგეობის გადაწყვეტილებით თვითმმართველობის პრეზიდენტის კადიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 9 იანვარი. თვითმმართველობის პრეზიდენტის კანდიდატები კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ 2025 წლის 13,14,15 იანვარს. გააცნობენ საკუთარ ხედვებს და წარადგენენ პრეზენტაციას.
2025 წლის 20 იანვარს ჩატარდება თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი კორპორატიულ საღამოზე 2025 წლის 25 იანვარს.