30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიეძღვნება საექთნო პროფესიაში არსებულ გამოწვევებს, სფეროს სტანდარტების დანერგვის თანამედროვე მეთოდებს, ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების პროფესიული განვითარების საკითხებს.
კონგრესს ესწრებოდნენ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პრაქტიკის ინსტრუქტორები შპს გორმედიდან ხათუნა მიქელაძე, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან - თამარ ლომსაძე, თამარ თათაშვილი და ქეთევან მამუჩარაშვილი. კონგრესის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.