შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში 25 ნოემბერს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა 2024 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყება. პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო სუხიშვილმა სიტყვით მიმართა და პროფესიულ სტუდენტებს მიულოცა პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება. პროფესიულ სტუდენტებს სიტყვით მიმართა კოლეჯის დამფუძნებელმა ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა , გააცნო პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.
პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა ზაქარია გინტურმა, თამარ ელიკაშვილმა, მედეა მანველიშვილმა და თინათინ განჯელაშვილმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.