სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი
2024-06-06

5 ივნისს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში სამაგიდო თამაშები 2024 ის ჩემპიონატში  გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში  სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცათ. 21-23 მაისს მიმდინარეობდა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი შემდეგ თამაშებში: ნარდი, შაში და ჭადრაკი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიული სტუდენტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.