გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
2024-04-24

23 აპრილს ორგანიზაცია FAO-ს ინიციატივით შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში ჩატარდა პირველი ტრენინგის სესია. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ვეტერინარებმა ანუკი ნაცვლიშვილმა და თამარ გოგნიაშვილმა პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში რძის სექტორისა და სხვადასხვა რეგიონის ვეტერინარული საჭიროების შესახებ.

ტრენინგზე განიხილეს სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო საკითხები , კლინიკური და ფარული მასტიტი, პრევენცია და დიაგნოსტიკა, ანტიბიოტოკების სწორი გამოყენება. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის ფერმაში, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა დაათვალიერეს ჰოლშტეინების ჯიშის ძროხები. ადგილზე გაეცვნენ ფერმერის საქმიანობას თავად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ მანიპულაციებში.

კოლეჯი ამაგი სამომავლოთაც გააგრძელებს FAO სთან ურთიერთთანამშრომლობას. დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის გეგმა.