შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან
2024-04-23

22 აპრილს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს ეწვივნენ და პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს  ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგმა მარინა გიუნაშვილმა და ექიმ- პრევენციოლოგმა  დავით კუპრაძემ. მედიკოსებმა შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინაციისა და პაპილომა ვირუსის აცრების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის პრევენციისათვის.