ვიზიტი კოლეჯ ოპიზარში
2024-04-22

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით,  2024 წლის 19 აპრილს ქ. ახალციხეში  მოეწყო სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების სამუშაო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე დარგის წარმომადგენელი მასწავლებლები გაეცვნენ კოლეჯ „ოპიზარისა“ და მისი პარტნიორი საწარმოების პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე პროფესიულმა მასწავლებლებმა იმსჯელეს დარგში მიმდინარე სხვადასხვა საკითხების გარშემო. აღნიშნულ შეხვედრაზე მივლინებით იმყოფებოდნენ კოლეჯის  ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის სამი პროფესიული განათლების მასწავლებელი, ზაქარია გინტური, მევლუდ კაპანაძე და გურამ ხოდელი.