ტრენინგი ვეტერინარებისთვის
2024-03-19

19 მარტს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგს ეწვივნენ  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიას ახალციხის ოფისის წარმომადგენლები და    ჩაატარეს ტრენინგ სემინარი კოლეჯის ვეტერინარიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პირების, პროფესიული სტუდენტების და სხვა დაინტერესებული სპეციალისტებისთვის. ტრენინგის ძირითადი თემა იყო „რეპროდუქცია და რეპროდუქციული კალენდრის გამოყენება“. ტრენინგს ჩაატარა ვეტერინარმა - ექიმმა და ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსმა  შოთა ყულჯანიშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები და სერტიფიკატები.